აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ატლანტის სტარი

პროდუქტის კოდი: 00-00017581
596.12
აირჩიეთ:
2 კგ
300 გრ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ატლანტის სტარი

ოთხკომპონენტიანი ჰერბიციდი საშემოდგომო ხორბლის, ჭვავის და ტრიტიკალეს ნათესებში ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი, აგრეთვე ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

იოდოსულფურონ-მეთილ-ნატრიუმი 9 გ/კგ
მეზოსულფურონ-მეთილი 45 გ/კგ
თიენკარბაზონ-მეთილი 22,5 გ/კგ
მეფენპირ-დიეთილი (ანტიდოტი) 135 გ/კგ

პრეპარატული ფორმა:
წყალში დისპერგირებადი გრანულები

 

მოქმედების მექანიზმი


ატლანტის® სტარი სწრაფად აღწევს მცენარის ფოთლებსა და ფესვებში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები (ნატრიუმის მეზოსუფურონმეთილი და ნატრიუმის იოდოსულფურონმეთილი) მოქმედებენ მგრძნობიარე სარეველების ფიზიოლოგიურ პროცესებზე ისევე, როგორც სხვა ჰერბიციდები სულფონილშარდოვანას შემცველობით. მათი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ აცეტოლაქტატსინთაზას აქტივობის რღვევით, რაც იწვევს უჯრედების დაყოფის და მცენარის ზრდის შეჩერებას. 

თიენკარბაზონ-მეთილი - უზრუნველყოფს იმ სარეველების განადგურებას, რომლებიც უკვე აღმოცენებულია და მოქმედებს როგორც ფოთლებიდან, ასევე ნიადაგიდან. არღვევს ცილების სინთეზის პროცესს, სარეველების მერისტემულ ქსოვილებში წყვეტს უჯრედების დაყოფას.


მეფენპირ-დიეთილი - ანტიდოტი, ხელს უწყობს პრეპარატით დამუშავებულ კულტურულ მცენარეებში მეზოსულფურონ-მეთილ ნატრიუმის და იოდოსულფურონ-მეთილ ნატრიუმის სწრაფ დაშლას. ეს უზრუნველყოფს მაღალ სელექციურობას და გამორიცხავს ფიტოტოქსიკურობის წარმოქმნას. როგორც წესი, სარეველების ქსოვილებში მეფეპირ-დიეთილი არ არის აქტიური.

პრეპარატს გააჩნია სისტემური მოქმედება, სარეველა მცენარეების ქსოვილებში ხვდება ფოთლებიდან და ნაწილობრივ ფესვთა სისტემიდან და შემდგომ გადაადგილდება სარეველას ყველა ნაწილში. ბლოკავს წყლის და საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობას ნიადაგიდან ფესვთა სისტემის გავლით, რაც დროის ძალიან მოკლე პერიოდში გამორიცხავს ხორბალთან კონკურენციას.
თავიდან სარეველები იცვლიან შეფერილობას და დეფორმირდებიან, დროთა განმავლობაში კი ხმებიან და კვდებიან. მათი სრული სიკვდილი დგება 2-4 კვირის განმავლობაში, სარეველების სახეობიდან და ვეგეტაციის პირობებიდან გამომდინარე.

 

რეკომენდაციები გამოყენებისთივს


ჰერბიციდის საუკეთესო ეფექტი მიიღწევა ახალგაზრდა, აქტიურად მზარდი სარეველების დამუშავებისას, მათი ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებში. ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები მეტად მგრძნობიარენი არიან 1-3 ფოთლის ფაზაში. ფართოფოთლოვანი სარეველების კონტროლის ოპტიმალური პერიოდია 2-3 ფოთლის ფაზა.

 

უპირატესობები

 

  • რთულად კონტროლირებადი მარცვლოვანი სარეველების სახეობების კონტროლი.
  • მარცვლოვანი კულტურების ნათესებში მარცვლოვანი და ფართოფოთლოვანი სარეველების ერთდროული კონტროლი.
  • უბრალო და მოსახერხებელი საშუალება ნათესების სარეველებისგან დაცვისთვის, რომელიც იძლევა დროისა და რესურსის ეკონომიას. მაღალი სელექციურობა კულტურული მცენარეების მიმართ.

 

გამოყენება

 

კულტურა

მავნე ობიექტი

პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

გამოყენების წესი, პერიოდი

დამუშავების ჯერადობა

საშემოდგომო ხორბალი
(მ.შ.მაგარი ჯიშები),
ტრიტიკალე

ერთწლიანი ორლებნიანი, ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები

0,33 +
ზან* 1 ლ/ჰა

ნათესების დამუშავება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე კულტურის ბარტყობის ფაზაში

1

საშემოდგომო ხორბალი
(მ.შ. მაგარი ჯიშები),
საშემოდგომო ჭვავი, ტრიტიკალე

ერთწლიანი ორლებნიანი, ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები

0,2 +
ზან* 1 ლ/ჰა

ნათესების დამუშავება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე კულტურის ბარტყობის ფაზაში

1

 

ზან* (ზედაპირულად აქტიური ნივთიერება)-ის სახით რეკომენდებულია ბიოფაუერი® -ს ან მერო® -ს გამოყენება. 

 

შეზღუდვები კულტურების თესლბრუნვაში


საშემოდგომო გამოყენებების დროს:
ჰერბიციდ ატლანტის® სტარი -თ შემოდგომიდან დამუშავებული ნათესების გადათესვის შემთხვევაში, მომდევნო წლის გაზაფხულზე შესაძლებელია ხორბლის, ქერის და სიმინდის თესვა.
ჰერბიციდ ატლანტის® სტარი -ს საშემოდგომო გამოყენების შემდეგ, მომდევნო წლის შემოდგომაზე, როგორც მეორე წლის გაზაფხულზე, შესაძლებელია ნებისმიერი კულტურის თესვა შეზღუდვის გარეშე.

საგაზაფხულო გამოყენებების დროს:
ჰერბიციდ ატლანტის® სტარი -თ გაზაფხულზე დამუშავებული ნათესების გადათესვის შემთხვევაში, შესაძლებელია ხორბლის, ქერის და სიმინდის თესვა. ატლანტის® სტარი -ს საგაზაფხულო გამოყენების წელს, არ არის რეკომენდებული ორლებნიანი  საშემოდგომო კულტურების თესვა. ჰერბიციდ ატლანტის® სტარი -ს საგაზაფხულო გამოყენების მომდევნო წელს, შესაძლებელია ნებისმიერი კულტურის თესვა შეზღუდვის გარეშე.

შემატყობინე როდის იქნება

ატლანტის სტარი