სამომხმარებლო შეთანხმება
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

სამომხმარებლო შეთანხმება

შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს ნობლექსი, (შემდგომში „კომპანია“ ან „აგროსფერო ან agrosphere.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ agrosphere.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკისშესაბამისად.

agrosphere.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით agrosphere.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა კლიენტი, რომელსაც სურს agrosphere.ge-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. agrosphere.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტისა შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

  1. ტერმინთა განმარტება
    • წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
      • ანგარიში - ნიშნავს კლიენტის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
      • ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
      • გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
      • ვებ-გვერდი - ნიშნავს  agrosphere.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
      • კლიენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს agrosphere.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
      • კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს agrosphere.ge-ს,  რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 204471561, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155 ან მასთან აფილირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
      • მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს agrosphere.ge პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს
      • მხარეები - ნიშნავს კომპანიას და  მის მომხმარებლებს;
      • ge პლატფორმა - agrosphere.ge-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს  „აგროსფერო“-ს ვებ-გვერდს, ან/და agrosphere.ge-სთვის ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;
      • ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
      • უნივერსალური იდენტიფიკატორები - agrosphere.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს agrosphere.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
      • წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც agrosphere.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
      • ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და agrosphere.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
    • სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
  2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
  • პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
  • მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული agrosphere.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ agrosphere.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
  • იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  agrosphere.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
  • მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს agrosphere.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
  • agrosphere.ge  ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია agrosphere.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
  • კლიენტსა და საკურიერო კომპანიას შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
  • კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
    • ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას; 
  1. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
    • agrosphere.ge-ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:
      • agrosphere.ge-ს მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:
        • მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე Agrosphere.ge;
        • რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას ან ტელეფონის ნომერს და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
        • ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Agrosphere.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს, რომელთა გაცნობაც რეგისტრაციის ფანჯარაში მითითებული ბმულით არის შესაძლებელი;
        • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
        • ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
        • თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა agrosphere.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : 0322 500 900 ან ელ.ფოსტაზე: [email protected]
        • მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
        • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე,  იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
        • მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს agrosphere.ge-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.  აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
        • პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას agrosphere.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს agrosphere.ge-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
  1. კლიენტის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება
    • ავტორიზებული კლიენტი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
    • ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
    • კლიენტი  „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
    • პროდუქტის კალათაში განთავსების შემდგომ კლიენტი ირჩევს ნივთის ჩაბარების ორი გზიდან ერთერთს, ან თავად მივა „აგროსფეროს“ რომელიმე არჩეულ მისამართზე და წაიღებს, ან აირჩევს ადგილზე მიტანის სერვისს და მომსახურე კომპანია ადგილზე ჩააბარებს შენაძენს.
    • პროდუქტის კალათაში განთავსების შემდგომ ეტაპზე კლიენტი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური, მ.შ. ადგილზე მიტანის სერვისის ღიღებულება.
    • კლიენტი agrosphere.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
    • ადგილზე მიტანის სერვისის არჩევის შემთხვევაში, კლიენტს ნივთი ჩაბარდება საკურიერო კომპანიის მიერ, მიტანის ვადების დარღვევის ან მიწოდების სერვისის ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, შპს „ნობლექსი“ იხსნის პასუხისმგებლობას, მსგავსს შემთხვევებში პრეტენზიები გადამისამართდება საკურიერო კომპანიასთან.
    • კლიენტს უფლება არ აქვს არ ჩაიბაროს შეძენილი ნივთი კურიერისგან თუ ნივთს არ აღენიშნება ხილული გარეგანი დაზიანება.
  2. agrosphere.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
    • კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
    • საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია
    • კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით
    • კლიენტის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და დამატებითი სერვისების საფასური სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
    • მყიდველი Agrosphere.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით: VISA, MASTERCARD, MAESTRO ან AMEX ბარათით საიტზე agrosphere.ge
  3. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
    • agrosphere.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
    • იმ შემთხვევაში, თუ კომპანია წესების მიხედვით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს agrosphere.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
  4. agrosphere.ge-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    • თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
    • კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
    • თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
    • თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
    • კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
    • agrosphere.ge პასუხისმგებელია:
      • საიტის გამართულად მუშაობაზე, ტექნიკური ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მის გონივრულ ვადაში აღმოფხვრაზე;
      • პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    • agrosphere.ge არ აგებს პასუხს:
      • მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიწორეზე;
      • მომსახურე მესამე მხარის კომპანიების მიერ ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის მიტანის სერვისის, საბანკო გადახდფების სერვისის და სხვა შემთხვევებში;
    • წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;
  5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
    • წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
    • კლიენტის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად agrosphere.ge-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების  შეწყვეტას;
  6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
    • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
    • მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
    • ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
    • თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
  7. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
    • წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება agrosphere.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა agrosphere.ge ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
  8. .ერთიანი ხელშეკრულება
    • წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
  9. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
    • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - agrosphere.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკაეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით agrosphere.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც agrosphere.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
  10. ნივთის შეძენა და მიღების წესი
    • კლიენტი agrosphere.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
    • შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
  • თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;
  • კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
    • თუ კლიენტი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან აგროსფეროს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა აგროსფერომ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
    • წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.
  1. გარდამავალი დებულებები
    • წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
    • მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია agrosphere.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც agrosphere.ge  მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
    • თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
    • ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს agrosphere.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, agrosphere.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
    • მომხმარებელი,  agrosphere.ge-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
    • მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია agrosphere.ge-ს იურიდიული მისამართი;
    • იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;