აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ალიეტი

პროდუქტის კოდი: CT000000452
82.41
აირჩიეთ:
1 კგ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
სველებადი ფხვნილი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

სისტემური მოქმედების ფუნგიციდი და ბაქტერიციდი კიტრის, ხახვის პერონოსპოროზის და მარწყვის ფიტოფტოროზის წინააღმდეგ

ალიეტი ® - დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და გადაადგილდება აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით. მოქმედებს სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების შემდგომ გავრცელებას. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში ინფექციის შეღწევის წინააღმდეგ.

პრეპარატით დამუშავების შემდეგ, მოქმედი ნივთიერება ძალიან სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მის ყველა ნაწილში. ფოთლებზე შესხურებიდან ერთი საათის შემდეგ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებით ეფექტს. პრეპარატს გააჩნია ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივ _ პირდაპირი ფუნგიციდური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ _ მცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის სტიმულაცია პათოგენების წინააღმდეგ გამომუშავდებიან ფიტოალექსინები.

სამუშაო ნაზავის მომზადება

წყლით სავსე ავზში ჩაიყაროს პრეპარატის საჭირო რაოდენობა. მორევამდე დაყოვნდეს გარკვეული დროის განავლობაში, რათა პრეპარატი გაიჟღინთოს წყლით, ხოლო შემდეგ საფუძვლიანად მოერიოს ერთგვაროვანი სამუშაო ნაზავის მისაღებად.

გამოყენების თავისებურებები

უნდა გვახსოვდეს, რომ ალიეტი ® არის პროფილაქტიკური პრეპარატი, რომელიც აძლიერებს მცენარის დაცვით ფუნქციას პათოგენისაგან. ამიტომ, პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ადრეულ ეტაპზე. უკიდურეს შემთხვევაში, ალიეტი ®-თ წამლობა უნდა მოხდეს მცენარის დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.

თავსებადობა

არ შეურიოთ ალიეტი ® სპილენძის ფუძეზე დამზადებულ პრეპარატებს, ასევე აზოტის შემცველ ფოთლოვან სასუქებს. ყველა სხვა დანარჩენი ნარევი საჭიროებს გამოცდას თავსებადობაზე.

უპირატესობები

  • ალიეტი ® _ სრული აღმავალი და დაღმავალი მოქმედების ფუნგიციდია, ოომიცეტების კლასის სოკოების წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს კულტურების უკეთეს დაცვას, სხვა კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდებთან შედარებით
  • ალიეტი ® _ სწრაფად აღწევს მცენარეში, რაც საშულებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის ჩამორეცხვა წვიმის წყლით ან მორწყვის დროს
  • ალიეტი ® ხანგრძლივი მოქმედების ფუნგიციდია, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს შესხურებათა ჯერადობა. ამასთანავე უზრუნველყოფს დაცვას ახალი დაავადების გამოვლინების შემთხვევაში
  • ალიეტი ® არ იწვევს პათოგენებში რეზისტენტობას ფუნგიციდების მიმართ

გამოყენება

კულტურა

მავნე ობიექტი

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა; (კონცენტრაცია %)

დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა

ლოდინის პერიოდი (დღე)

ხახვი (თესლის)

პერონოსპოროზი

1.2-2.0

(0.4% სუსპენზია)

5

20

კიტრი (ღია გრუნტი)

პერონოსპოროზი

2.0

(0.3% სუსპენზია)

3

7

მარწყვი* (ჩითილი)

ფიტოფტოროზი

4.0

(0.2% სუსპენზია)

2

30

ვაშლი** (მათ შორის ნერგი)

ბაქტერიული დამწვრობა

3.0

2

30

ციტრუსი

ფიტოფტოროზი, სიდამპლეები

2.5-5.0

3

30

კურკოვნები

ხეხილის ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი

2.5-4.0

2

14

ნუში, თხილი

ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი

2.5-5.0

3

14

მოცვი

ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ფიტოფტოროზი

2.5-3.0 (ფოთლიდან)

2 (14 -21 დღიანი ინტერვალით)

7

კომბოსტო (ყველა სახეობა)

ჭრაქი

2.0-3.0

6

3

* პირველი წამლობა _ გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ

** პირველი წამლობა _ პირველი ფოთლის სრული გაშლისას, მეორე წამლობა _ პირველი წამლობიდან 4-5 კვირის შემდეგ ფესვისა და ღეროს ფიტოფტოროზული ლპობა _ (დაავადების კერის არსებობისას ან პროფილაქტიკის მიზნით) _ ნამყენის ქვემოთ საძირესა და მის გარშემო ნიადაგის დამუშავება 0,5%-იანი ხსნარით შემდეგი გაანგარიშებით: 0,5-1,0 ლ ხსნარი ერთ ხეზე. არ გადააჭარბოთ -15 კგ/ჰა პრეპარატის ხარჯვის ნორმას მთელი სეზონის განმავლობაში

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ალიეტი