იარალივა ნიტრაბორი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

იარალივა ნიტრაბორი

პროდუქტის კოდი: 00000000152
83.54
აირჩიეთ:
25 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 25.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Yara
ქვეყანა
ნორვეგია

პროდუქტის აღწერა

გრანულირებული მინერალური სასუქი - იარალივა ნიტრაბორი

 

YaraLiva™ NITRABOR™ არის გრანულირებული სასუქი, რომელიც შეიცავს ბორს, აზოტს და კალციუმს. გამოიყენება ნიადაგიდან შეტანისთვის. სასუქი განკუთვნილია ნიადაგში მშრალად შეტანისთვის. გაა­ჩ­ნია კარგი ხსნადობა და სპეციალური დამცა­ვი გარსი, რომე­ლიც ხელს უშლის მტვერის წარ­მოქმნას.

 

სასუქის გაფანტვისას, გრანულების მყარი სტრუქტურა უზ­რუნვე­ლ­ყოფს ნაწილაკების მთლიანობას და ხელს უწყობს მათ თანა­ბრად გა­დანა­წილებას. ნიადაგში მოხვედ­რის შემდეგ, გრანულები სწრაფად იშ­ლე­ბა და ურთიე­რ­თ­ქმედებს მცენა­რეებთან.

 

YaraLiva™ NITRABOR™ ზრდის მცენარეთა მდგრა­დობას სტრე­სული სიტუაციების მიმართ (მოუ­ლოდნელი ტემ­პე­რა­ტურული ცვლილე­ბები, დაავადებებით გამოწვეული დაზიანება), ახან­გ­რძ­ლივებს მო­სა­ვლის შენახვის პერიოდს და ხელს უწყობს  სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის შენა­რ­ჩუნებას.

 

სასუქი YaraLiva™ NITRABOR™ გამოიყენება ნიადაგის საბაზისო დამუშავებისთვის, ლო­­­კალური გამოკვების სახით, მცენარის ადრეული  ზრდის და განვითარების ფაზებში. ბორი, რომელსაც შეიცავს სასუქი, უზრუნვე­ლ­ყოფს კარგ ყვავილობის ფაზას და ნაყოფის წარმოქმნას, მცენარეებში მყარი და ელასტიური ქსო­ვი­ლების განვითარებას. აუმ­ჯობესებს ნაყოფის ხარისხს. ზრდის მცენარის მდგრადობას დაავა­დებების მიმართ.

 

პროდუქტის უპირატესობები და თვისებები

 

  • ნიტრატული ფორმის აზოტის ათვისება ხდება უშუალოდ მცენარეების მიერ, რაც იწვევს მათ სწრაფ და პრო­­გ­ნ­ო­­ზირებად ზრდას.
  • აუმჯობესებს კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის კათიონების ათვისებას მცენარეების მიერ.
  • კალციუმი აუმჯობესებს მცენარის უჯრედის კედლების სიმყარეს, რაც იწვევს ხარის­ხის გაუმჯობესებას და შენარჩუნებას, ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეალიზაციო იერსახეს.
  • კალციუმი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ხელს უწყობს მაღალმოსავლიანი კულ­ტუ­რების ფესვებისთვის ოპტი­მა­ლური გარემოს შენარჩუნებას.
  • მცენარეები ხდებიან მეტად ტოლერანტული სითბური სტრესის მიმართ.
  • ბორი აუმჯობესებს კალციუმის ეფექტურობას მცენარეებში, რაც იწვევს მცენარის უფრო დაბალანსებულ კვებას. ბორი განსაკუთრებით ესაჭიროება ზეთოვან კულტურებს.
  • არ არის აქროლადი.
  • არ აბსორბირდება ნიადაგის ნაწილაკების მიერ და ხელმისაწვდომია მცენარეებისთვის.
  • გარეგნული იერსახე - მცირე ზომის გრანულები.

 

ნივთიერება

პროცენტული შემადგენლობა (%)
N (აზოტი) N (აზოტი სულ) 15.5
NH4 - ამონიაკური ფორმა 1.3
NO3 - ნიტრატული ფორმა 14.1
Ca - კალციუმი 18.3
CaO - კალციუმის ოქსიდი 25.6
B - ბორი 0.3

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

იარალივა ნიტრაბორი