აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

პუმა სუპერი

პროდუქტის კოდი: 00000000126
695.21
აირჩიეთ:
10 ლ.
1 ლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 14.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფენოქსაპროპ-პ-ეთილი 69 გ/ლ, მეფენპირ-დიეთილი 75 გ/ლ (ანტიდოტი)
პრეპარატული ფორმა
წყალ-ზეთოვანი ემულსია

პროდუქტის აღწერა

აღმოცენების შემდგომი მაღალსელექციური ჰერბიციდი თავთავიან კულტურებში ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლისათვის

პუმა® სუპერი ეს სელექციური აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდი, ძალიან ეფექტურად ზემოქმედებს ისეთ სარეველებზე, როგორიცაა საგველა ჩვეულებრივი, შვრიუკა, მელაკუდა, ფეტვი, შალაფა, ძურწა. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხორბლის, ქერის, ჭვავის და ტრიტიკალეს ნათესებზე.

პუმა® სუპერი უზრუნველყოფს კულტივირებული მცენარეების საიმედო დაცვას: ნათესების აღმოცენების შემდეგ, მისი დახმარებით შესაძლებელია მიზანმიმართულად, აბსოლუტურად ლიკვიდირებულ იქნას სარეველები.

მოქმედების მექანიზმი

მოქმედი ნივთიერების (ფენოქსაპროპ- პ-ეთილის) შეთვისება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფოთლების მეშვეობით, და არა გრუნტიდან. ასე რომ, ნიადაგის თვისებები და ტენიანობა არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე. მცენარეზე სამუშაო ნაზავის შეშრობის შემდეგ, ნალექი არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე გავლენას. სარეველას შიგნით, მოქმედი ნივთიერება სწრაფად გადაადგილდება ფოთლებიდან ზრდის წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ღეროს ფუძეზე.

პუმა® სუპერი არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზის პროცესს, სარეველას ზრდის წერტილის ქსოვილების უჯრედებში და ისინი კვდებიან.

პუმა® სუპერი-თ დამუშავების შემდეგ რამდენიმე საათში მცენარე წყვეტს ზრდას. პარალელურად სარეველები წყვეტენ კონკურენციას კულტურულ მცენარეებთან, წყლისა და საკვები ნივთიერებებისთვის. სარეველა კვდება პრეპარატის შესხურებიდან 10 დღის განმავლობაში.

სელექციურობა

პუმა® სუპერი-ს მაღალი ეფექტურობა არ აუარესებს თვით კულტურული მცენარეების მდგომარეობას. ანტიდოტი მეფენპირდიეთილის დახმარებით კულტურულ მცენარეებში მოქმედი ნივთიერების ნეიტრალურ პროდუქტზე გარდაქმნა ხდება ისე სწრაფად, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჭვავს, ხორბალს და ტრიტიკალეს. ის ფაქტი, რომ კულტურები თუნდაც პრეპარატის შეცდომით ზედოზირებისას, არ განიცდიან უარყოფით გავლენას, ადასტურებს პრეპარატის მაღალ სელექციურობას.

პუმა სუპერის მიერ დაზიანებული სარეველას ზრდის წერტილი

 

პუმა® სუპერი სწრაფად იშლება ნიადაგში ბიოლოგიურად ნეიტრალურ პროდუქტებად ამიტომ არ აქვს უარყოფითი გავლენა მომდევნო კულტურების თესვისას.

თუმცა, ქერთან გამოყენებისას, როდესაც კულტურა იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, გამოწვეული დაბალი ტემპერატურით, შეინიშნება ქერის პირველი ფოთლების ფერის ინტენსივობის შემცირება, იმის გამო, რომ ნელდება აქტიური ნივთიერების დაშლა ანტიდოტით. მაგრამ ეს ხდება დროებით და რამდენიმე დღეში ფერი აღდგენილია. ეს მოვლენა გავლენას არ ახდენს შემდგომ ზრდაზე, განვითარებაზე და ქერის მოსავლიანობაზე.

პრეპარატში ანტიდოტის არსებობის მეშვეობით, პუმა® სუპერი უსაფრთხოა კულტურული მცენარეებისთვის პირველი ფოთლის ფაზიდან, ლიდერი ფოთლის გამოჩენის პერიოდში.

სარეველების ოპტიმალური კონტროლი უზრუნველყოფილია სარეველების მე-2 ფოთლის ფაზიდან, დაბუჩქების ფაზის დასაწყისამდე.

პუმა® სუპერი გამოიყენება მარცვლოვანი სარეველების სრულად ამოსვლის შემდგომ.

საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია დამუშავება ჩატარდეს +15°C ტემპერატურაზე და ზემოთ.

გამოყენების ტექნიკა

რეკომენდებულია, მცირემოცულობიანი შესხურება სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმით 100-300 ლ/ჰა საველე აგრეგატების მეშვეობით მისი ტიპიდან გამომდინარე: მაგალითად, შესაფერისი ბრტყელნაკადიანი ბუნიკი, სითხის წნევა _ 2,5-3 კგ/სმ2, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე _ 6-7 კმ/სთ. ულტრა მცირე მოცულობის შემასხურებლით და საავიაციო შესხურებისათვის სამუშაო ნაზავი გამოიყენება ნორმით 50 ლ/ჰა.

თავსებადობა

პუმა® სუპერი ხასიათდება მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან _ ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან კარგი შეთავსებით. ეს ზოგავს სამუშაო ოპერაციებს და ხარჯებს.

ჰერბიციდებიდან რეკომენდაციას ვუწევთ პუმა® სუპერი შეურიოთ გროდილ® მაქსი-ს, რათა თავიდან ავიცილოთ ანტაგონიზმის ზოგიერთ შემთხვევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სარეველებზე პრეპარატის ეფექტურობის შემცირებაში.

უპირატესობები

  • საუკეთესო სელექციურობა
  • ერთწლიანი სარეველა მცენარეების მაღალეფექტური კონტროლი
  • ჰერბიციდი გამძლეა წვიმის ჩამორეცხვისადმი, გამოყენებიდან უკვე ერთი საათის შემდეგ
  • მარტივი გამოყენებაში
  • არ არსებობს თესლბრუნვის შეზღუდვები

გამოყენება

კულტურა ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) მავნე ობიექტი დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა დამუშავების დრო და მეთოდი
საგაზაფხულო ხორბალი და საშემოდგომო ხორბალი, ჭვავი, ტრიტიკალე, ქერი 0.8-1.0 შვრიუკა, სახეობები საგველა ჩვეულებრივი მდელოს მელაკუდა თივაქასრა ძურწა, სახეობები ბურჩხა ფეტვი, სახეობები მწყერფეხა, სახეობები სიმინდი, აღმონაცენი 1 ნათესების შესხურება სარეველას ვეგეტაციის პერიოდში, დაწყებული მე-2 ფოთლის ფაზიდან მილში გადასვლის ფაზამდე, ბარტყობის დასასრულის ჩათვლით

შემატყობინე როდის იქნება

პუმა სუპერი