აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

მაისტერი

პროდუქტის კოდი: 00000000113
2323.14
აირჩიეთ:
3 კგ.
50 გ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფორამსულფურონი 300 გ/კგ, იოდოსულფურონი 20 გ/კგ, იზოკსადიფენ-ეთილი (ანტიდოტი) 300 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი გრანულები
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

აღმოცენების შემდგომი მოქმედი ჰერბიციდი სიმინდის ნათესებში, მოქმედების ფართო სპექტრით ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ

მაისტერი® ახალი, აღმოცენების შემდგომ გამოყენების, ფართო სპექტრის ჰერბიციდია, ეფექტურია ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი გამოიყენება ნატურალურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო მიმწებებელ ბიოფაუერთან ერთად რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ მოქმედებას სარეველაზე. პრეპარატის მიმწებებლის გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი ეფექტურობის დაკარგვის გამო! პრეპარატს გააჩნია ნაწილობრივ ნიადაგიდან მოქმედების უნარი, შესხურებიდან 2 საათის შემდგომ ნალექების მიერ არ ჩამოირეცხება. გამოყენების შემდგომ სარეველების ზრდა 1-3 დღის განმავლობაში პრაქტიკულად წყდება. 4-10 დღის შემდეგ იწყება გაყვითლება (ქლოროზი) ან ფოთლების გაყავისფრება, 7-20 დღის შემდეგ კი _ სარეველას თანმიმდევრობითი ნეკროზი და დაღუპვა.

მოქმედების სპექტრი

ფართოფოთლოვანი სარეველები:

ღიჭა, ავშანფოთლიანი ამბროზია, ყანის ჭლექი, ჯიჯილაყა, საპონელა, ნაცარქათამა, მინდვრის ნარი, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა, მზესუმზირა, თათაბო, ლემა, ბეგიაური, თავყვითელა, ძაღლყურძენა, ჟუნჟრუკი, ქუთქუთა, ჭინჭრისდედა, ყანის ია, გვირილის სახეობები, ცეცხლეკალა, მინდვრის კესანე.

მარცვლოვანი სარეველები:

ჭანგა, საგველა, ბურჩხა, მინდვრის მელაკუდა, მწვანე და ყვითელი ძურწა, ღვარძლი, შალაფა, ერთწლიანი თივაქასრა, შვრიუკა.

მაისტერი®-ს გამოყენება შესაძლებელია სიმინდის ვეგეტაციის დასაწყისიდან, კულტურის მიერ 10 ფოთლის განვითარებამდე. ოპტიმალური ჰერბიციდული ეფექტი მიიღწევა მაისტერი®-ს გამოყენებისას კულტურის 5-6 ფოთლის ფაზაში _ ამ პერიოდში ხდება სარეველების ძირითადი მასის აღმოცენება.

მაისტერი®-ს გამოყენება რეკომენდებულია სიმინდის ნათესებში უმეტესი მარცვლოვანი და ფართოფოთლოვანი სარეველების აღმოცენების შემდეგ, მათი აქტიური ზრდის ფაზაში. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება +25°C-ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის პირობებში.

ხარჯვის ნორმა

მაისტერი 0,15 კგ/ჰა + ბიოფაუერი 1,25-1,5 ლ/ჰა

სელექციურობა

სიმინდის უმეტესი ჰიბრიდები მედეგია მაისტერი®-ს მიმართ.  სიმინდის აღების შემდგომ, რომელიც ვეგეტაციაში დამუშავდა მაისტერით, შესაძლებელია სიმინდის დათესვა. მოსავლის აღების შემდგომ, ასევე, შესაძლებელია, მხოლოდ საშემოდგომო ხორბლის დათესვა.

უპირატესობები

  • ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების სრული კონტროლი (ნაწილობრივ ღიჭა და ჭანგა)
  • კულტურის მიმართ უსაფრთხო, პრეპარატის შემადგენლობაში ანტიდოტის ქონის გამო
  • უფრო სწრაფი მოქმედება იმავე ჯგუფის ჰერბიციდებთან შედარებით
  • პრეპარატი არ ჩამოირეცხება ნალექების მიერ შესხურებიდან 2 საათის შემდეგ
  • უსაფრთხოა ყველა გავრცელებული ჰიბრიდის და თესლბრუნვაში მომდევნო წლის კულტურისათვის

მიმწებებელ ბიოფაუერის გამოყენება აუცილებელია!

შემატყობინე როდის იქნება

მაისტერი