რაუნდაპი მაქსი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

რაუნდაპი მაქსი

პროდუქტის კოდი: 00-00008815
568.81
აირჩიეთ:
20 ლ
1 ლ
100 მლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 25.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
გლიფოსატი 450გ/ლ
პრეპარატული ფორმა
წყალხსნარი
მწარმოებელი
Bayer AG

პროდუქტის აღწერა

დანიშნულება

ჰერბიციდი გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად დათესვამდე. ასევე არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების გასანადგურებლად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და საირიგაციო არხებში. როგორც დესიკანტი გამოიყენება მარცვლეულის, სიმინდის, მზესუმზირას, რაფსის და სოიას ნათესებში.

 

თავსებადობა სხვა პესტიციდებთან

თავსებადია სხვა პეატიციდებთან, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა შემოწმება თავსებადობაზე, პრეპარატების მცირე რაოდენობის ნიმუშის შერევით.

 

ფიტოტოქსიკურობა

ფიტოტოქსიკურია ყველა კულტურისათვის მწვანე მასაზე მოხვედრისას.

 

რეზისტენტობა

შესაძლებელია. მდგრადი სარეველების ბიოტიპების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, თესლბრუნვისას რეკომენდებულია სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ჰერბიციდების გამოყენება, რომელთაც გააჩნიათ მოქმედების განსხვავებული მექანიზმი.

 

გამოყენების რეკლამენტი

როგორც ჰერბიციდი

კულტურა

სარეველები

ხარჯვის ნორმა

/ჰა

გამოყენების მეთოდი,

დამუშავების პერიოდი

ლოდინის პერიოდი (დამუშავების ჯერადობა)

თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი,

ციტრუსი,
ვაზი,

თხილი (მინ. 3 წლის ასაკის ნარგავები)

ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი,

მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი

1.5-5,0

შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში, მოსავლის აღების შემდეგ (კულტურის დაცვით)

 

-(2)

მინდვრები, რომლებიც განკუთვნილია საშემოდგომო და საგაზაფხულო მარცვლოვნების, მზესუმზირის, სოიას დასათესად

ერთწლიანი, მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი

1,5-3.0

სარეველების შესხურება მოსავლის აღების შემდეგ მომდევნო კულტურების დათესვამდე 3-4 კვირით ადრე.

-(1)

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები,

საირიგაციო და სადრენაჟო არხები, აეროდრომები, დამბები, რკინიგზის და გზების პირები, მინდვრის ნაპირები

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები
არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები

4,0-5,5

სარეველების შესხურება მათი აქტიური განვითარების პერიოდში

-(2)

სათიბ-საძოვრები

არასასურველი სარეველები

3,0-5,0

საძოვრების აღდგენის და მოხვნის წინ

-(2)

დასახლებული პუნქტები, პარკები, სკვერები, ბულვარები, ტრამვაისა და რკინიგზის გზები, სამრეწველო და სხვა ობიექტების სანიტარულ-დამცავი ზონები

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები,

არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები, ხეები

1.5-5,0

ვეგეტირებული სარეველების და არასასურველი მცენარეების შესხურება

-(2)

ანეული

ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი, მ.შ.

ხვარტქლა, მინდვრის ნარი

1,3-5,2

შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე აქტიური ზრდის პერიოდში.

-(1-2)

 

როგორც დესიკანტი

კულტურა

სარეველები

ხარჯვის ნორმა /ჰა

გამოყენების მეთოდი, დამუშავების პერიოდი

მარცვლოვნები, მზესუმზირა

დესიკაცია

1,5 –  4,0

ნათესების შესხურება მოსავლის აღებამდე 15 დღით ადრე კულტურის გამოსაშრობად და სარეველების გასანადგურებლად (მარცვლეულის ტენიანობა არაუმეტეს 30%)

რაფსი

2,4 – 3,2

სოია

2,5 – 4,0

 

პესტიციდით დამუშავებულ ფართობზე ადამიანების გასვლის ვადები:
მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად - 3 დღე, ხელით სამუშაოებისთვის - 7 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 100- 200 ლ/ჰა, ერთჯერადი შესხურება

შემატყობინე როდის იქნება

რაუნდაპი მაქსი